07:42 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-15 15:48:10, 1278 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: კობახიძემ კეთილი ინებოს შენობის სარდაფში ჩავიდეს და იქ დაჯდეს

"არანაირი ფუნქცია პარლამენტის თავმჯდომარეს ერთპიროვნულად არა აქვს. მაშინ, კეთილი ინებოს ჯერ შენობის სარდაფში ჩავიდეს და იქ დაჯდეს " - ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. 

უსუფაშვილი  პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას, გამოეხმაურა სადაც კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტის სასახლე მის უფლებამოსილებებთან უნდა იყოს შესაბამისობაში. 

"არანაირი ფუნქცია პარლამენტის თავმჯდომარეს ერთპიროვნულად არა აქვს. მაშინ, კეთილი ინებოს ჯერ შენობის სარდაფში ჩავიდეს და იქ დაჯდეს თავისი ზომის შესაბამისად და მერე ილაპარაკოს იმაზე, რომ თურმე პრეზიდენტს სათანადო წონა არა აქვს და სახელმწიფოს მეთაური იმ დონის ადამიანი არ არის, რომ სადმე ნორმალურ სასახლეში იჯდეს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ავლაბრის სასახლე უალტერნატივოა. მე მკაფიოდ ვამბობ, რომ მაქვს იგივე პოზიცია, რაც 2012 წელს მქონდა - გამარჯვების შემთხვევაში, დიახ, მე შევალ ავლაბრის სასახლეში და ავლაბრის სასახლიდან მექნება მოლაპარაკებები, დავარწმუნებ პირველ რიგში მთავრობის მეთაურს, ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ საჯარო დაწესებულებების განლაგების სფეროში ჩვენ ნომერ პირველი პრობლემა პარლამენტის ქუთაისში არსებობის თვალსაზრისით გვაქვს. ეს არის ის ადგილმდებარეობა, რაც პარლამენტის ფუნქციონირების ეფექტიანობას მინიმუმ 30-40%-ით ამცირებს. პრეზიდენტი მტკვრის გაღმა იქნება თუ გამოღმა, მას შეუძლია იპრეზიდენტოს,-  განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics