00:28 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-15 11:02:58, 659 ნახვა

საზოგადოება
ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა მოწესრიგდა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის დავალებით, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა ქუჩებზე არსებული მდგომარეობა მოწესრიგდა. შესაბამისი სამუშაოები თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა შეასრულა. 

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიებზე, ტროტუარებზე საშენი მასალები და საბურავები იყო გამოტანილი, რაც, როგორც ფეხით მოსიარულეების, ასევე ავტომანქანების გადაადგილებას აფერხებდა.

„ზედამხედველობის სამსახურს დავალებული ჰქონდა, რომ დიდუბის რაიონში, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოშარაულის, აგლაძის, გიორგაძის ქუჩებზე არსებული მდგომარეობა მოეწესრიგებინა. ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა ხდებოდა - ტროტუარებზე საშენი მასალები და საბურავები იყო გამოტანილი. შეუძლებელი იყო ფეხით გადაადგილება და ასევე, მოძრაობის შეფერხების თვალსაზრისით, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. ადამიანები ტროტუარის ნაცვლად, გზის სავალ ნაწილზე გადმოდიოდნენ და ავტომანქანების გადაადგილების შეფერხება და ავარიებიც ხდებოდა. ჩემი დავალების შედეგად,  ყველა ეს ტერიტორია მოწესრიგდა. დღეს, ტროტუარები არის აბსოლუტურად გასუფთავებული. გვაქვს შესაბამისი ფოტომასალაც, თუ რა მდგომარეობა იყო აღნიშნულ ქუჩებზე და ახლა როგორ გამოიყურება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ თბილისის სხვა უბნებში, სადაც მსგავსი პრობლემები არსებობს, იგივე ღონისძიებები გატარდეს. 

„მინდა ირაკლი ხმალაძეს დავავალო, ზედამხედველობის სამსახურს კოორდინაცია გაუწიოს, რომ სხვა რაიონებშიც, სადაც ასეთი ადგილები გვაქვს, იგივე ღონისძიებები გატარდეს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ კონკრეტულ ქუჩებზე ფეხით გადაადგილება შეუძლებელი იყო. ეს იერსახესაც სერიოზულ პრობლემას უქმნის. სად გაგიგიათ, ქალაქის ცენტრში, ქუჩებზე საშენი მასალები იყოს გამოტანილი და ღიად ეყაროს?! ამიტომაც, მინდა მსგავსი სამუშაოები ყველა რაიონში გაატაროთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. 

ns





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics