09:36 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-04 14:14:49, 411 ნახვა

პოლიტიკა
ნოდარ ჯავახიშვილი მარიხუანის მოწევის სურვილს გადახრას უწოდებს და მის დეკრიმინალიზაციას ეწინააღმდეგება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, მისი საქმე არაა, ვინ როგორი სექსუალური ორიენტაციის ადამიანია, თუმცა მიიჩნევს, რომ მისი პროპაგანდა, წახალისება არ უნდა ხდებოდეს.

ამის შესახებ ჯავახიშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. მედიის წარმომადგენელი დაინტერესდა, ფიქრობს  თუ არა ნოდარ  ჯავახიშვილი, რომ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობაა.

"მე ასე არ დავსვამდი საკითხს, ჩემი  დამოკიდებულება ჰომოსექსუალიზმთან ერთმნიშვენლოავანია და როცა საკითხი დგება, ეს ჩემი საქმე არ არის, სახლში ვინ რას აკეთებს. უბრალოდ როდესაც დგება საკითხი, რომ რაღაცის აფიშირება უნდა მოხდეს, რაღაცის პროპაგანდა და წახალისება, რასაკვირველია, მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს.თავის დროზეც, როცა პირველად დაიგეგმა მსვლელობა, მაშინვე ვსვამდი შეკითხვას, რა  გაქვთ, ბატონო, სათქმელი მითხარით, რა აუცილებელია ამისთვის ქუჩაში გამოსვლა?! მე ყოველგვარი ამისთანა გადახვევის წინააღმდეგი ვარ, თუ მას უკეთდება საზოგადოებაში აფიშირება და თუ ეს არის რაღაცის რეკლამირება",-განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

კითხვაზე- "იგივეს ფიქრობთ თუ არა მარიხუანის დეკრიმინალიზაციაზე"- ჯავახიშვილმა  ასე უპასუხა:

"რასაკვირველია. ყოველგვარი გადახრა მგონია მე ესეც, ასეთი სურვილი რომ გიჩნდება ადამიანს,  ამის დეკრიმინალიზაცია ნიშნავს, რომ უნდა წაახალისო",-განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics