|
2018-08-09 15:33:08, 828 ნახვა
საზოგადოება
შალვა დადიანის N34-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია დასრულდა
თბილისის განვითარების ფონდმა კრწანისის რაიონში, შალვა დადიანის N34-ში საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო. შენობა XIX საუკუნის შუა წლებშია აგებული და ქვემო კალის განაშენიანების უნიკალურ ნიმუშს წარმოადგენს. საცხოვრებელი სახლი ძველი ქალაქის გალავნის ბურჯზეა აშენებული და მისი განსაკუთრებული ხიბლი თბილისური სახლისთვის დამახასიათებელი ჭვირული დეტალებით შემკული ხის მომრგვალებული აივანია. თბილისის მერის განცხადებით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ძველ თბილისში რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება. „დადიანისა და ასათიანის ქუჩების კვეთაზე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ეს შენობა ცნობილია, როგორც ლურჯაივნებიანი სახლი, რომელიც ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონეა. ძალინ მიხარია, რომ შენობა-ნაგებობის სრული რეაბილიტაცია მოხდა. ჩატარებულია ყველანაირი კვლევა, რომ შენობის ძველი სახე შენარჩუნებულიყო, რომელიც ისტორიულად ცნობილია. მსგავსი შენობა-ნაგებობები, ძეგლები ჩვენი ქალაქის სიმდიდრეა, რომელსაც გაფრთხილება და მოვლა-პატრონობა სჭირდება. ჩვენ ძალიან ბევრ საინტერესო პროექტზე ვმუშაობთ. გვინდა ლესელიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია. ვმუშაობთ ასევე, ასათიანის ქუჩის სრულ რეაბილიტაციაზე, რისთვისაც პროექტი მზადდება. გვინდა, რომ ოთხი წლის განმავლობაში, ძველ თბილისში მაქსიმალურად ბევრი უბნის რეაბილიტაცია განვახორციელოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა შემსრულებელ კომპანიასა და ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს (ICOMOS) თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. პროექტის ფარგლებში, გამაგრდა შენობა, შეიცვალა შიდა და გარე საინჟინრო საკომუნიკაციო ქსელი, გაიწმინდა მიწით სავსე სარდაფი, ხოლო სარდაფის კედლის ნაწილი ავთენტური სახით შენარჩუნდა; გადაეწყო დადიანის N32-სა და N34-ს შორის საერთო გამყოფი კედელი; აღდგა დაზიანებული სახურავი; რესტავრაცია ჩაუტარდა აივნებსა და მის დეკორატიულ ელემენტებს; ხის დაზიანებული დეტალები ახალი, ანალოგიური ნაკეთობებით შეიცვალა, კეთილმოეწყო ეზო და ჩატარდა შენობის შიდა სარემონტო სამუშაოები. სარეაბილიტაციო სამუშაოები ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შესაბამისი წესების დაცვით 2016 წლის გაზაფხულზე, პროექტ „ახალი ტფილისის“ ისტორიულ-კულტურული ძეგლებისა და სხვა შენობების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში დაიწყო. ისტორიული სახლის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 341 000 ლარი გამოიყო. სამუშაოების შედეგად, დადიანის N34-ში მცხოვრებ ხუთ ბინათმესაკუთრეს საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუუმჯობესდა და უძრავი ქონების ღირებულება გაიზარდა. დადიანის ქუჩაზე თბილისის მერთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაიდარაშვილი იმყოფებოდნენ.
(NS)
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)