|
2018-08-09 15:30:14, 1471 ნახვა
ეკონომიკა
ავიაკომპანია „TAROM“ საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას იწყებს
მიმდინარე წლის ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან, რუმინული ავიაკომპანია "TAROM" საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას იწყებს. ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის საჰაერო ხაზზე ავიარეისები 2018 წლის 28 ოქტომბრიდან 2019 წლის 30 მარტამდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება. ფრენები ამ მიმართულებით Airbus A318-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია "TAROM"-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2018 წლის 7 აგვისტოს მიენიჭა. ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტი ახალი მიმართულებაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის. აქამდე რუმინეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა არ სრულდებოდა. ავიაკომპანია "TAROM" 1954 წელს დაარსდა. 2010 წელს, რუმინეთის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ავიაგადამზიდველი "SkyTeam"-ის ალიანსის წევრი გახდა. ავიაკომპანია ამჟამად ორმოცდაათამდე რეგულარულ და ჩარტერულ მიმართულებას სთავაზობს მგზავრებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)