19:22 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-09 11:02:55, 652 ნახვა

საზოგადოება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ISO 9001:2015 მიენიჭა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მართვის ხარისხის სერტიფიკატის ISO 9001:2015 მფლობელი გახდა.

უწყებისთვის მართვის ხარისხის შეფასება და სერტიფიკატის მოპოვება კომპანია „საი გლობალმა“ უზრუნველყო, რომელიც სააგენტომ ტენდერის გზით გამოავლინა. რვა თვის განმავლობაში, კომპანიამ ბაღების მართვის სააგენტოში სამუშაო პროცესის კვლევა აწარმოა, რის საფუძველზეც, რეკომენდაციები მომზადდა და სააგენტოს განხორციელებისთვის მიეწოდა.  

„უმნიშვნელოვანესი ფაქტია და მიხარია, რომ სააგენტომ მენეჯმენტის ხარისხის სერტიფიკატი მოიპოვა. ეს სააგენტოს თითოეული თანამშრომლის დამსახურებაა. ეფექტური მართვის შედეგად, სააგენტოს რესურსების რაციონალური ადმინისტრირების შესაძლებლობას ვიღებთ. გამომდინარე იქიდან, რომ სააგენტო ბაგა-ბაღებისა და აღსაზრდელების მშობლებისთვის რესურსცენტრს წარმოადგენს, გაუმჯობესებული მომსახურებით, აღნიშნული სერვისის მთავარი ბენეფიციარები, ჩვენი აღსაზრდელები ისარგებლებენ. სააგენტოს სერვისების ხარისხის ზრდა ბაგა-ბაღის თითოეული სერვისის ხარისხის ზრდასთან პირდაპირ კავშირშია“, - განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ.

სავალდებულო პროცესების გავლის შემდეგ, ბაღების მართვის სააგენტოს შესაბამისი სერტიფიკატი მიენიჭა. 

მუშაობის პროცესში, კომპანიის ექსპერტებმა ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგია მოამზადეს, რომელიც განსახილველად სააგენტოს გადაეცა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics