2018-08-09 10:47:11, 793 ნახვა
სამართალი
ვარკეთილში სროლის შედეგად 38 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, ერთი კი, დაიჭრა
ვარკეთილში სროლის შედეგად 38 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო ერთი დაიჭრა.
როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაჭრილია 45 წლამდე მამაკაცი. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე და 19/109-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც განზრახ მკვლელობას და განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის მიმართ. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
ავტორი: ,