22:35 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-08 20:32:16, 637 ნახვა

რეგიონი
აგვისტოს ომში დაღუპულები შუახევის მუნციპალიტეტში გაიხსენეს

დღესვე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულს ესტუმრა, სადაც მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირის იაგო მიქელაძის ხსოვნას მიაგო პატივი და დაღუპულის ოჯახის წევრებს შეხვდა.

 "პირველ რიგში მინდა განსაკუთრებით დიდი პატივისცემით ქედი მოვიხარო ჩვენი გმირების, ჩვენი ვაჟკაცების წინაშე. ჩვენი რეგიონიდან 19 ჯარისკაცი დაიღუპა 2008 წელს და ეს ტკივილი რა თქმა უნდა გრძელდება. დღეს პატივს მივაგებთ შუახევიდან დაღუპულ ჩვენს გმირებს. მოვინახულეთ იაგო მიქელაძის  ოჯახი. ეს არის მათი თავგანწირვა და თავდადება ჩვენი ქვეყნის წინაშე. ეს თავდადება უკვალოდ არ ჩაივლის. როგორც ჩვენი, ისე მომავალი თაობა გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, თავისუფლების და ერთიანი მომავლისთვის ბრძოლას." - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 1976 წელს დაბადებული იაგო მიქელაძე სოფელ ბუთურაულის მკვიდრი იყო და სახედრო სამსახურს ქართულ ჯარში გადიოდა. იგი 8 აგვისტოს ცხინვალის მისადგომებთან დაიჭრა და მოგვიანებით გარდაიცვალა. ომში დაღუპული გმირი მშობლიურ სოფელშია დაკრძალული. იგი დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის სახელობის მეორე ხარისხის ორდენით.

 აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, მთავრობის წევრები და შუახევის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები რუსეთ-საქათველოს ომში შუახევიდან დაღუპული გმირებისთვის შექმნილ მემორიალს ესტუმრნენ და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის თავგანწირული გმირები კიდევ ერთხელ გაიხსენეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics