|
2015-06-04 12:29:48, 302 ნახვა
საზოგადოება
ნარმანიას ინფორმაციით, სტიქიას თბილისისთვის დიდი ზარალი არ მიუყენებია
თბილისის მერის დავით ნარმანიას ინფორმაციით, სტიქიას თბილისისთვის დიდი ზარალი არ მიუყენებია. ამის შესახებ ნარმანიამ მერიაში გამართულ საგანგებო თათბირზე განაცხადა. დედაქალაქის მერმა მთავრობის წევრებს სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად მითითებები მისცა. „ამინდი უკვე გამოკეთდა და ყველა არსებულ დაზიანებაზე, ყველა არსებულ პრობლემაზე დღეიდან უნდა ვიზრუნოთ. ვავალებ ზედამხედველობის სამსახურს, რაიონების გამგეობებთან ერთად, შესაბამისი სამსახურების მეშვეობით მიხედონ ამ საკითხებს. ძალიან დიდი ზიანი არ არის, თუმცა ზიანი არის და ვფიქრობ, რომ ეს ზიანი მეტნაკლებად ფინანსურ მაჩვენებლებშიც უნდა ავსახოთ, დავითვალოთ, რათა შემდეგ უკვე შესაბამისად გავანაწილოთ. კეთილმოწყობის სამსახურს ევალება, რომ სანიაღვრე ქსელები და დაზიანებული გზის მონაკვეთები, ასევე ქვაფენილები, რომელიც ძლიერი წვიმის გამო დაზიანდა სწრაფ რეჟიმში აღვადგინოთ“, - განაცხადა ნარმანიამ. ამასთან, მერმა თბილისის რაიონების გამგებლებსა და საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებს სთხოვა, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად მიაწოდონ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)