|
2015-06-04 11:53:52, 807 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის ინფორმაციით, ქეთევან წამებულის გამზირზე სკვერში სასტუმრო არ შენდება
თბილისის მერია ქეთევან წამებულის გამზირზე დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, სასტუმროს მშენებლობა გამზირზე არსებულ სკვერში იგეგმება, სადაც ფარნავაზ მეფის ძეგლი დგას. დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ მიწის ნაკვეთი, სადაც სასტუმრო აშენდება, მიმდებარედ არსებული სკვერის ტერიტორიას არ წარმოადგენს. მერიაში აღნიშნავენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა დაშვებულია. „ქეთევან დედოფლის გამზირი N29-ის მდებარე ტერიტორია კერძო საკუთრებაა. ტერიტორია გასხვისებულია თბილისის მერიის მიერ 2010 წელს. აღნიშნულ ტერიტორიაზე დაშვებულია სასტუმროს მშენებლობა (სარეკრეაციო ზონა 2 (რზ2). მერიის აქრიტექტურის სამსახურში ამ ეტაპზე შემოსული განაცხადის საფუძველზე შეთანხმებულია მხოლოდ პროექტი, ნებართვა გაცემული არ არის. პროექტის შეთანხმება მოხდა 2015 წლის 22 მაისს. აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს მიმდებარედ არსებული სკვერის ტერიტორიას. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, რომ სკვერში იგეგმება სასტუმროს მშენებლობა არ შეესაბამება სიმართლეს“, - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში. შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, ქეთევან წამებულის გამზირზე, სკვერში, სადაც ფარნავაზ მეფის ძეგლი დგას, 6-სართულიანი სასტუმრო უნდა აშენდეს. მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პროექტი III კლასის შენობის, სასტუმროს აშენებას ითვალისწინებს. მისი განაშენიანების ფართობი 574 კვ.მ. იქნება. დამკვეთი კი ნიკოლოზ ოკლეია.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)