|
2018-08-08 11:19:38, 768 ნახვა
საზოგადოება
დიღმის ტყე-პარკში მრავალფუნქციური კომპლექსი - „ორანჟერეა“ მოეწყობა
დიღმის ტყე-პარკში „კია მოტორსის“ შენობის ადგილზე, მრავალფუნქციური კომპლექსი - „ორანჟერეა“ მოეწყობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძე ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასულ ინფორმაციას გამოეხმაურა, თითქოს, დედაქალაქის მთავრობა აპირებს, მიწის ნაკვეთს, სადაც „კია მოტორსის“ ცენტრი მდებარეობს, ზონის სტატუსი შეუცვალოს და მშენებლობა დაიწყოს. „ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავიდა სიუჟეტი, თითქოს დედაქალაქის მთავრობა და მერი, დიღმის ტყე-პარკში მშენებლობის განხორციელებას აპირებს. პირდაპირ შემიძლია ვუთხრა მოსახლეობას, რომ ეს ძალიან დიდი შეცდომა და ტყუილია. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილია, საუბარი იყო იმაზეც, რომ ჩვენ ზონის სტატუსი შევუცვალეთ არსებულ კონკრეტულ მიწის ნაკვეთს, სადაც დღეს „კიას“ ცენტრი მდებარეობს, რაც სრული სიცრუეა. ჩვენი მხრიდან, არანაირი ზონის ცვლილება არ განხორციელებულა“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა აღნიშნული ტერიტორიის 2009 და 2011 წლების ზონალური რუკები წარადგინა, რომლის მიხედვითაც, ტერიტორიას, რომელზეც დღეს „კიას“ ცენტრი მდებარეობს, 2011 წლიდან საზოგადოებრივი საქმიანობის ზონის სტატუსი აქვს მინიჭებული. „2011 წელს, ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ იყო. „კიას“ ცენტრი ამ მონაკვეთში მდებარეობს. ეს კომპანია „ანაგის“ საკუთრებაა, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული შენობის ნაცვლად, იგივე მოცულობის, თანამედროვე ტიპის შენობა-ნაგებობა - საგამოფენო „ორანჟერეა“ ააშენონ. პროექტი დამტკიცებული ჯერ კიდევ არ არის, მუშაობა მიმდინარეობს და საბოლოო პროექტთან დაკავშირებით, საზოგადოებას დეტალებს ვაცნობებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა. მისივე განმარტებით, დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მწვანე სივრცეების მოვლა-პატრონობა და ახლის შექმნაა.
(NS)
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მარკეტა გრეგოროვა: „იმედმა“ და სხვა პროსამთავრობო არხებმა ევროპარლამენტის წესები დაარღვიეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)