14:58 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2014-12-31 16:18:19, 711 ნახვა

სხვადასხვა
ახალი წლის კონცერტი და კონცერტს მიღმა დარჩენილი განაწყენებული მომღერლები

ახალი წლის შემობრძანებამდე სულ რაღაც რამდენიმე საათი რჩება, შესაბამისად რამდენიმე საათი რჩება მთავარი საახალწლო გალა კონცერტის დაწყებამდე.
კონცერტი, რომელიც ყბადაღებული თემა გახდა ჩვენი შოუ ბიზნესის წარმომადგენლებისთვის,თუმცა მოსახლეობის უმრავლესობას გაუფასურებული ლარის და მძიმე მძიმე სოციალური ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე  ნაკლებად  აინტერესებს  ახალი წლის ღამეს ლელა წურწუმია, ანრი ჯოხაძე თუ პაროვ სტელარი უმღერებს...
31 დეკემბერის საახალწლო კონცერტი ჩვენს ქვეყანაში ის შემთხვევაა, როდესაც ღრმა ძილით მიძინებული შოუ-ბიზნესი სუსხიან ზამთარში იღვიძებს  და გამოღვიძების შემდეგ  ვარსკვლების უმრავლესობას მთავარ საახალწო კონცერტზე სიმღერის სურვილი აქვს.
კონცერტს მიღმა, ბევრი გამოცდილი თუ გამოუცდელი მომღერალი დარჩა... მერიის კულტურის  საქალაქო სამსახურმა ახალი თაობის მომღერლებს პრივილეგია მისცა და მთავარ საახალწლო კონცერტზე შესთავაზა სიმღერა, დარჩენილი მომღერლები კი რეგიონში გადაანაწილა, ბევრმა იუკადრისა თუ ითაკლია რეგიონში სიმღერა ჩემთვის ცოტა გაუგებარი დარჩა.
მომღერლების თქმით , მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის ია მაქაცარიას  განცხადება შეურაცხმყოფელი და უპასუხიმგებლოა.
მაქაცარიას განცხადების თანახმად, საახალწლო კონცერტზე იმღერებენ ის მომღერლები, რომლებსაც ცოცხლად შეუძლიათ სიმღერა.
მომღერლების გარკვეულმა ნაწილმა, რომლებიც მთავარ გალა კონცერტზე არ მოხვდნენ, რეგიონებში სიმღერაზე უარი თქვეს, მიზეზეზად პრივატული საღამო დაასახელეს.
ვერ მიხვდი რატომ აღიქნება რეგიონში სიმღერა სათაკილოდ, როდესაც ჩვენი „სთარების“ გარკვეული სეგმენტი რეგიონიდან ჩამოვიდა ...
მაქაცარიას განცხადება იქით იყოს და მე  უკვე ვისწავლე ხარისხიანი, ჯანსაღი მუსიკის მოსმენა, ვარსკვლავებო ცოტა მეტი „ექშენი“ და დავფიქრდები მოვიდე თუ არა გალა კონცერტზე ....
P.S.  “ექსპრესნიუსი“ წარმატებულ და პოზიტიურ წელს გისურვებთ
თაკო მაქაცარია





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა მელიამ მტკიცებულებები უდაო გახადა - საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
ქარტია მოუწოდებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, არ იქცეს ცენზორად!
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის ავტორი: ოცნების რეაქცია განსაკუთრებით მტრულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics