21:22 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-07 12:50:32, 539 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქში შშმ პირებისთვის ადაპტირებული რეტერატები განთავსდა

ევროპის მოედანზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის  ადაპტირებული რეტერატები განთავსდა. თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი საზოგადოებრივი საპირფარეშოები, ე.წ. სითი ბოქსები თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულმა კომპანია „სითი ბოქსმა“ დაამონტაჟა.

საზოგადოებრივი საპირფარეშოები დედაქალაქში, პირველ ეტაპზე, 30 ლოკაციაზე განთავსდება. რეტერატების მონტაჟის პროცესს ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე გაეცნო. 

„სააგენტოს მიერ გამოცხადებული პირველი აუქციონის საფუძველზე, გამარჯვებული კომპანია „სითი ბოქსი“ შეირჩა, რომელიც 30 ლოკაციაზე საზოგადოებრივ ტუალეტებს განათავსებს. შემდგომში, საჭიროებიდან გამომდინარე, აუქციონის გამოცხადება უკვე ახალ ლოკაციებზე გვაქვს დაგეგმილი. დღეს ვნახეთ მაღალი სტანდარტების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული საპირფარეშოები. აღნიშნული ღონისძიება ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს და ქალაქის მასშტაბით, ძალიან დიდ პრობლემას გადაჭრის“, - განაცხადა ირაკლი თავართქილაძემ.  

აუქციონის პირობების თანახმად, საზოგადოებრივი საპირფარეშო ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, საინფორმაციო წარწერებზე  გათვალისწინებულია ბრაილის შრიფტი და ამასთან, აღჭურვილია ბავშვის გამოსაცვლელი მაგიდით.  

თანამედროვე, ავტომატიზირებული და ანტივანდალური მასალებით მოპირკეთებული  საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოვლა-პატრონობასა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე პასუხისმგებელი მოიჯარე იქნება, რომელიც ასევე, ვალდებულია, კვირაში შვიდი დღის განმავლობაში, 24-საათიანი სამუშაო რეჟიმით, ცხელი ხაზის მუშაობა უზრუნველყოს. 

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, ადგილზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელძღვანელი იციკ მოშე და ტენდერში გამარჯვებული ისრაელური კომპანიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მარკეტა გრეგოროვა: „იმედმა“ და სხვა პროსამთავრობო არხებმა ევროპარლამენტის წესები დაარღვიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics