07:13 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-06 14:42:17, 639 ნახვა

პოლიტიკა
ფხალაძე: რუსეთი ცდილობს განავითაროს მითი, თითქოს ნატოში ინტეგრაცია შესაძლებელია, დაკავშირებული იყოს დესტაბილიზაციასთან

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ნატო-ში საქართველოს შესვლას შეიძლება კატასტროფული შედეგები მოჰყვეს.

თენგიზ ფხალაძე აღნიშნავს, რომ რუსეთის მსგავსი რეაქცია ნატო-ს ბრიუსელის სამიტის შედეგია.

„ამ განცხადებაში, არც მის შინაარსში და არც მის ტონში ახალი არაფერი არ არის. რუსეთი ცდილობს განავითაროს ის მითი, თითქოს საქართველოს ნატოში ინტეგრაცია შესაძლებელია დაკავშირებული იყოს რაიმე ტიპის დესტაბილიზაციასთან. უპირველეს ყოვლისა ვიტყვი, რომ რაზედაც მეტყველებს და მოწმობს ეს განცხადება არის ის, რომ რუსეთში, განსაკუთრებით ნატო-ს ბრიუსელის სამიტის მერე განსაკუთრებული სერიოზულობით ეკიდებიან საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებს და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვიხმართ ყველა ღონეს იმისათვის, რომ ეს პერსპექტივა მაქსიმალურად სწრაფად განხორციელდეს და ის, რომ აბსოლუტურად ყველამ დაინახოს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება ეს არის შეიძლება ითქვას ერთადერთი გარანტია რეგიონის უსაფრთხოების, სტაბილურობის და შემდგომი განვითარების," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics