2018-08-05 12:41:04, 1076 ნახვა
სამართალი
კახეთში შვილიშვილმა ბაბუა დაჭრა ბებია კი ცემა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს, მის მეუღლეს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ.
25 წლის ახალგაზრდა ბებიას და ბაბუას ფულს სთხოვდა. გულმკერდის არეში დაჭრილი მამაკაცი და ქალი თავის არეში მიყენებული დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
დაჭრაში ბრალდებული ახალგაზრდა, სამართალდამცველებმა დააკავეს.
ავტორი: ,