19:14 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-04 18:30:18, 1351 ნახვა

საზოგადოება
ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 12 ადამიანი დაშავდა. 

როგორც "ექსპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, დაშავებული მოქალაქეები მცხეთის "ჯეოჰოსპიტალის" კლინიკაში და რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

მათივე ცნობით, დაშავებულებს შორის ორი ბავშვია, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება დანარჩენ მოქალაქეებს, მათ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აქვთ მიღებული.

მოქალაქეებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე მოინახულებს. 

შეგახსენებთ, რომ დღეს ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.  სამგზავრო ავტობუსი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს. 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics