03:48 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-03 16:43:28, 1544 ნახვა

სამართალი
თეა წულუკიანის გამოკითხვა საგამოძიებო კომისიაში რამდენიმე წუთი გაგრძელდა

ხორავას ქუჩის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გამოკითხვა დაახლოებით 5 წუთი გაგრძელდა. 

თეა წულუკიანისთვის კითხვების დასმა "ქართული ოცნების" წევრებს უნდა დაეწყოთ. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მისთვის კომისიის სხდომაზე თეა წულუკიანის დაბარება მიუღებელია. კერძოდ, მისივე განმარტებით, მინისტრი არ იცნობდა საქმის დეტალებს და შესაბამისად მის გამოკითხვას აზრი არ ჰქონდა. 

ამის შემდეგ, კითხვები "ევროპული საქართველოს" წევრებს უნდა დაესვათ. კითხვები კომისიის მდივანს ოთარ კახიძეს ჰქონდა. მან წულუკიანს მხოლოდ 3 კითხვა დაუსვა: იცნობდა თუ არა ის მირზა სუბელიანს;
ეკუთვნოდა თუ არა თეა წულუკიანს 31 მაისის ფეისბუქპოსტი, რომლის მიხედვითაც ის არ ეთანხმება ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილებას გადადგომის შესახებ და მხარდაჭერას უცხადებს; არჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების პირობებში მიაჩნია თუ არა თეა წულუკიანს, რომ ირაკლი შოთაძე მართალი იყო და მადლობა უნდა გადაეხადა თუ არა მისთვის.

მინისტრმა აღნიშნულ კითხვებს კონკრეტული და მოკლე პასუხები გასცა, რის შემდეგაც კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ მას მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics