08:40 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-03 15:17:24, 1032 ნახვა

კომენტარი
შოთაძე: მსჯავრდებული გ.ბ ამბობს, რომ ჰქონდა დანა, ხოლო მის სხეულზე არსებული სისხლი სარალიძეს ეკუთვნოდა

ყოფილი მთავარი პროკურორი ხორავას ქუჩის საქმის დეტალებს იხსენებს. 

შოთაძის თქმით, საქმის ერთ-ერთ ფიგურანტ მ.კ-ს დანა არ ჰქონია და აღნიშნავს, რომ დანა საქმეში მსჯავრდებულმა პირებმა გამოიყენეს. 

"ის შედის ამ ფარდულში ეგრევე, როგორც კი ჩხუბი იწყება. ასევე დგინდება, რომ ის ამ ფარდულიდან გამოდის დასისხლიანებული, ასევე მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ ეს სისხლი არის სარალიძის, მერე მიდის და დანას ურტყამს დადუნაშვილს, რომელსაც კლავს ადგილზე. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. აქ გვაქვს ორი ეპიცენტრი - ერთი ფარდული და მეორე დადუნაშვილის მკვლელობის ადგილი. სარალიძის შემთხვევაში, მისი მეგობარი იყო მძიმე სიტუაციაში და ის აუცილებლად გამოიყენებდა დანას, შემდეგ კი მიდის მეორე მეგობრის დასახმარებლად და კლავს დადუნაშვილს. პირადად ჩემი შინაგანი რწენა არის ის, რომ გ.ბ-მ ჩაიდინა სარალიძის მკვლელობა, ისევე როგორც დადასტურდა, რომ მან ჩაიდინა დადუნაშვილის მკვლელობა. ფარულ ჩანაწერში, რომელიც განხორციელდა გ.ბ.-სთან ის ამბობს, რომ დანა ჰქონდა მას და გ.ჯ-ს. შემდგომ გრძელდება პროცესი, 6 თვე ისინი ელოდებიან იმას, რომ მისი მეგობრები მისცემენ თუ არა ჩვენებას. ამ ხალხმა ამხილა მკვლელობაში გ.ბ. და გ.ჯ., ხოლო შემდეგ მსჯავრდებულები იძლევიან ჩვენებას, სადაც კი, ვერ ამხილეს ვერაფერში მათი მამხილებელი მ.კ. შესაბამისად აქედან  თვალნათელია, რომ ორ პირს ჰქონდა დანა, ესენი არიან გ.ბ. და გ.ჯ. და სოწრედ მათ გამოიყენეს დანა“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics