08:36 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-03 13:00:36, 797 ნახვა

კომენტარი
გახარია კომისიას: თქვენს ვალდებულებას ნუ ანაწილებთ ჩვენზე - თქვენ აქ მაყურებლებზე მუშაობთ

„ქართულად ვსაუბრობ მგონი. თქვენს ვალდებულებას და პასუხისმგებლობას ნუ ანაწილებთ სხვაზე, ამ შემთხვევაში ჩვენზე. ჩვენ დავიწყეთ გამოძიება. თქვენ ხომ გინდოდათ ეს კომისია, ასე რომ მიიყვანეთ ბოლომდე ეს საქმე“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის ახსნა-განმარტების მიცემის დროს განაცხადა.

მან განმარტა, რომ შსს ელოდება კომისიის რეკომენდაციებს და დასკვნების საფუძველზე განახორციელებს შესაბამისს ღონისძიებებს. 

მინისტრმა ასევე ისაუბრა მირზა სუბელიანის დაკავებაზეც ისაუბრა. 

„ჩვენ ველოდებით, თქვენი კომისიის რეკომენდაციას და დასკვნას, თქვენ ამისთვის შექმენით, იმისთვის რომ დაადგინოთ, ჰქონდა თუ არაა გადაცდომებს ადგილი ეს ერთი, მეორე თქვენი ლოგიკიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა ავიღოთ ახლა ფიფიას მიერ ყველა მშობელთან განხორციელებული ზარი და ყველგან დავიწყოთ გამოძიება. ამიტომ ხართ თქვენ შექმნილები და ნებაიბოძეთ, დაასრულეთ ეს კომისია, გააკეთეთ სათანადო რეკომენდაციები ან დასკვნები და მერე გავაგრძელოთ ამაზე მსჯელობა. რაც შეეხება მირზა სუბელიანს, ვიმეორებ კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ თქვენ აქ მაყურებლებზე მუშაობთ, დაკავებულია და მასთან მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები. გამოძიება გრძელდება, თუ გამოვლინდა, რომელზეც თქვენ საუბრობთ, რა თქმა უნდა, ეს პროცესი დაწყებულია და თქვენ არ დაგიწყიათ ეს და ნუ ბრძანებთ იმას, რომ მირზა სუბელიანის დაკავება მოხდა თქვენი კომისიის შემდგომ, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს“, - აღნიშნა შს მინისტრმა.

მანამდე კომისიის წევრებმა შს მინისტრს კითხვით მიმართეს, თუ რაომ ვერ იძნო ხორავას ქუჩის საქმის გამომძიებელმა მირზა სუბელიანი ერთ-ერთ ვიდეო ჩანაწერში, მაშინ როდესაც ის სუბბელიანთან სატელეფონო საუბრებს ხშირად ახორციელებდა, რაზეც გახარიამ უპასუხა, რომ გამომძიებელი არ იყო ვალდებული სცოდნოდა თუ როგორ გამოიყურებიან მშობლები. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics