07:13 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-02 14:28:24, 1018 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი: აბსოლუტურად გამოვრიცხავ, ნინო გვენეტაძის გადაწყვეტილება უკავშირდებოდეს ციანიდის საქმეს

„არამგონია, ნინო გვენეტაძის გადაწყვეტილება უკავშირდებოდეს რამე შიდა პროცესებს, ან მითუმეტეს ციანიდის საქმეს“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
წულუკიანის განმარტებით, ის აპირებს ნინო გვენეტაძესთან საუბარს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევას.

„არამგონია, ნინო გვენეტაძის გადაწყვეტილება უკავშირდებოდეს რამე შიდა პროცესებს, ან მითუმეტეს ციანიდის საქმეს, არა მგონია, რომ ვცდებოდე, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კვირაა მე მასთან არ მქონია, არც სატელეფონო კონტაქტი და არც შევხვედრილვარ. დღეს სურპრიზად, მედიის საშუალებით, შევიტყვე მისი გადადგომის შესახებ. აუცილებლად ვაპირებ მასთან საუბარს, რათა გავარკვიო, რა ტიპის ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მოვიკითხო ადამიანურად და ვუსურვო ჯანრთელობა და წარმატება“, - აღნიშნა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე გადადგა.

როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო. მისი განმარტებით, ის სამკურნალოდ საზღვარგარეთ აპირებს წასვლას. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics