19:02 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-02 14:09:10, 593 ნახვა

საზოგადოება
პაციენტის გადასარჩენად, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს რთულ რელიეფზე ფეხით გადაადგილებისთვის, 1 საათი და 25 წთ დასჭირდა

ახმეტის სოფელ ზემო ხოდაშენში, ახალგაზრდა მამაკაცს ხე დაეცა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის ავთანდილ თალაკვაძის ინფორმაციით, მამაკაცს წელისა და ქვედა კიდურების არეში ტრავმული დაზიანებები აღენიშნებოდა.

„ახმეტაში, სოფელ ზემო ხოდაშენში ახალგაზრდა მამაკაცი წაქცეული ხის ქვეშ მოექცა. პაციენტის გადასარჩენად ჩვენს ეკიპაჟს სამაშველო სამსახურთან ერთად ურთულეს რელიეფზე ფეხით გადაადგილებისთვის 1 საათი და 25 წთ დასჭირდა. მამაკაცი, რომელსაც წელისა და ქვედა კიდურების ტრავმული დაზიანებები აღენიშნებოდა, თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ამჟამად შესაბამისი მკურნალობა უტარდება. მადლობას ვუხდი ჩვენს ექიმ ნათელა ვარდოშვილს, ექთან ნათია სეფიაშვილსა და მძღოლს, დავით გიგაურს. დღეს თქვენ კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეთ!“, - წერს თალაკვაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ქარბუქი, შტორმი - სააგენტოს გაფრთხილება
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა
ნარმანია - ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics