19:16 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-02 12:47:46, 722 ნახვა

საზოგადოება
სამხედრო ნაწილში ჩხუბი მოხდა - არიან დაშავებულები

გიორგი ანწუხელიძის სახელობის კოჯრის სერჟანტთა აკადემიაში პირველ აგვისტოს საღამოს საათებში ინციდენტი მოხდა.

როგორც "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, სიტყვიერი შელაპარაკება სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს შორის აკადემიის ტერიტორიაზე, სიგარეტის მოსაწევ სპეციალურად განკუთვნილ ადგილას დაიწყო, რაც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

"შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო ინციდენტში მონაწილე ხუთივე სამხედრო მოსამსახურემ, მათ შორის სამს დაუდგინდა ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები, ხოლო ორი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაშავდა. ხუთივე მათგანი ინციდენტის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებაში იქნა მოთავსებული. ხუთივე სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მთელი ღამის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე  საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა:  

- საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით დათვალიერდა შემთხვევის ადგილი;

- დადგინდა და მოწმის სტატუსით გამოიკითხნენ შემთხვევის ადგილზე მყოფი ფიზიკური დაპირისპირების უშუალო მონაწილე და თვითმხილველი მოწმეები;  

- საექსპერტო კვლევისათვის ამოღებულია ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე ყველა სამხედრო მოსამსახურის ტანსაცმელი;

- გამოიკითხა სამედიცინო დაწესებულების პერსონალი.

სისხლის სამართლის საქმე 117-ე მუხლის პირველი ნაწილით    აღიძრა რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტროტუარზე დგომის საბაბით ბუკა პეტრიაშვილს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
მადიარმა ორბანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics