2018-08-01 17:04:20, 892 ნახვა
საზოგადოება
სინოპტიკოსები ამინდის გაურესებას ვარაუდობენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფრომაციით, დღის ბოლოდან 5 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო - დასავლეთიდან მოსალოდნელია შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება.
ამასთან, სინოფტიკოსების თქმით, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება, ხოლო ზღვაზე 3 – 4 ბალიანი ღელვა.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს", - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ,