08:36 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-01 16:39:25, 873 ნახვა

კომენტარი
ლევან იზორია: აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა არასოდეს ყოფილა ასეთი მტკიცე

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2018“ გახსნის ცერემონიალზე საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს, ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს და აღნიშნა, რომ მათი მხარდაჭერა ქვეყნის შეირაღებული ძალებისა და საქართველოს ინსტიტუციების მდგრადობის უზრუნველყოფისათვის უმნიშვნელოვანესია, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს რეგიონისა და მსოფლიო უსაფრთხოებას.

ლევან იზორიამ განსაკუთრებით აღნიშნა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან, ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა: „ჩვენს ქვეყნებს შორის გაზრდილი ორმხრივი სამხედრო საწვრთნელი პროგრამების რიცხვი, აღჭურვის პროგრამების რაოდენობა, ფინანსური მხარდაჭერის მასშტაბები არის ნათელი დასტური იმისა, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა არასოდეს ყოფილა ასეთი მტკიცე! უდიდესი მნიშვნელობის ფაქტია, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის 2017 წლის ბოლოს ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექს “ჯაველინების” სისტემის მიწოდება. ეს ნაბიჯი იმის პრაქტიკული დადასტურებაა, რომ ამერიკა საქართველოში ერთგულ და სანდო პარტნიორს ხედავს“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველო სექტემბერში მორიგ ქართულ-ამერიკულ სწავლებას Agile Spirit 2018 უმასპინძლებს და პარალელურად „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის დაგეგმვის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.

სიტყვის დასასრულს, ლევან იზორიამ მოწვეულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა და სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს წარმატებები უსურვა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics