08:34 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-03 18:35:24, 490 ნახვა

საზოგადოება
ქეთევან წამებულის გამზირზე სკვერში სასტუმროს აშენება იგეგმება

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, ქეთევან წამებულის გამზირზე, სკვერში, სადაც ფარნავაზ მეფის ძეგლი დგას, 6-სართულიანი სასტუმრო უნდა აშენდეს.

როგორც დეპუტატმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, პროექტი მერიის კულტურის საბჭომ მოიწონა და საბოლოო შეთანხმებისთვის არქიტექტურის სამსახურშია გადაგზავნილი.

ელისაშვილის თქმით, ეს მშენებლობა მერიის მიერ რეკრეაციულ ზონებსა და ისტორიულ ადგილებში გაცემული ნებართვების გაგრძელება იქნება.

„ეს პროექტი მერიის კულტურის საბჭომ, რომელიც დედაქალაქში ისტორიულ ტერიტორიაზე ახალ მშენებლობებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს იღებს, მოიწონა. ახლა არქიტექტურის სამსახურშია გადაგზავნილი. ფაქტობრივად, ნახევრადდამტკიცებულია ეს პროექტი. არქიტექტურის სამსახურის მაღალჩინოსნებს ველაპარაკე და ისინი აღტაცებულები არიან ამ გადაწყვეტილებით და აპირებენ, რომ დაამტკიცონ. არგუმენტად მითხრეს, რომ ადრე ამ ადგილას ისტორიულად შენობა იდგა. ეს ყოვლად აღმაშფოთებელია. ნარიყალაშიც იდგა სამეფო სასახლე, გორგასლის ძეგლის ადგილას ჯერ ისნის ციხესიმაგრე იდგა და შემდეგ საპატიმრო. ამიტომ უნდა მოვაძროთ გორგასლის ძეგლი და ავაშენოთ კორპუსი?! ესაა ქალაქის სიძულვილი. არავითარ შემთხვევაში არ უნდა აშენდეს იქ სასტუმრო. მოჭრიან ხეებს და სკვერის ერთ მესამედს აითვისებენ, თანაც ეს ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვან განაშენიანებაში ხდება. უგულავას გაუსწრო უკვე ნარმანიამ. ეს ან აბსოლიტური უვიცობის შედეგია, ვერ ხვდებიან რომელ ქალაქს მართვენ, ან უბრალოდ გახრწნილნი არიან კორუფციით. სხვა ახსნა ამას არ აქვს, მირზა შაფი, პანორამა თბილისი, იპოდრომის ტერიტორია - ეს სკვერი კიდევ ერთი რეკრეაციული ზონა და ისტორიული ადგილია, სადაც მსგავს პროექტს გეგმავენ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

„ექსპრესნიუსი“ კომენტარისთვის თბილისის მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ საკითხს გაარკვევენ.

მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პროექტი III კლასის შენობის, სასტუმროს აშენებას ითვალისწინებს. მისი განაშენიანების ფართობი 574 კვ.მ. იქნება. დამკვეთი კი ნიკოლოზ ოკლეია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics