08:35 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-01 15:42:38, 834 ნახვა

კომენტარი
„მთელი პოლიტიკური სპექტრია დაბნეული“ - მარგველაშვილი არ აკონკრეტებს, მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არ აკონკრეტებს, მიიღებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ის ამ საკითხზე სასაუბროდ ჯერ მზად არ არის. 

„ყველაფერი გავაკეთეთ ამ 5 წლის განმავლობაში, რათა დაგვებნია ჩვენი ამომრჩეველი. დღეს ამომრჩეველმა იცის, რომ პრეზიდენტს უკვე ჩამოართვეს უშიშროების საბჭო, ჩამოართვეს მოსამართლეების დანიშვნის უფლება, საერთაშორისო აქტიურობის უფლება, მოქალაქეობის მინიჭების საკითხში ფაქტობრივად იუსტიციის მინისტრის გადასაწყვეტი იქნება, აქედან გამომდინარე მოქალაქეები დაბნეულები არიან, არა მარტო მოქალაქეები, მთელი პოლიტიკური სპექტრია დაბნეული, რადგან დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა სისტემური რყევა არა მარტო პრეზიდენტის არამედ ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის როგორიცაა უშიშროების საბჭო და სხვა. ჩემთვის არ არის გასაოცარი მოქალაქეების ჩამოუყალიბლებლობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოლოდინი უნდა ჰქონოდეთ პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ. ჩემს პირად გადაწყვეტილებას მოგახსენებთ როდესაც ამასთან დაკავშირებით ვიქნები ჩამოყალიბებული. ძალიან რთულია ქვეყანაში სადაც ამდენი გაჭირვებაა, იყო ქვეყნის პირველი პირი და არ შეგეძლოს დაეხმარო შენს მოქალაქეებს, ვისზეც ყველაზე მეტად შეგტკივა გული. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას მოგახსენებთ როდესაც საჭიროდ ჩავთვლი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა“,-განაცხადა მარგველაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics