19:17 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-01 14:39:06, 597 ნახვა

საზოგადოება
„თეგეტა მოტორსი“ საქართველოში Total-ის ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა

“თეგეტა მოტორსმა” ექსკლუზიური პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა პროფესიული ხელსაწყოების უმსხვილეს მწარმოებელ კომპანია Total-თან. ხელშეკრულებას ხელი მოეწერა ბრენდის სათავო ოფისში, ჩინეთშის ქალაქ სუნჯოუში.

ბრენდი Total-ი არის სამუშაო იარაღების და სხვადასხვა პროფილური დანადგარების  ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი კომპანია მსოფლიოში. Total-ი აწარმოებს როგორც სამოყვარულო, ასევე პროფესიონალური დანიშნულების უმაღლესი ხარისხის ხელის და ელექტრო ინსტრუმენტებს, თანამედროვე ტექნოლოგიების და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით კომპანია მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე და პროდუქციის ხარისხზე.

კომპანიის მიერ წარმოებული თითოეული ინსტრუმენტი გადის მკაცრ ტესტირებას სხვადასხვა პირობებში, რაც ბრენდს საშუალებას აძლევს შეინარჩუნოს პროდუქციის მაღალი ხარისხი. გარდა სარემონტო და სამშენებლო ხელსაწყო/დანადგარებისა, კომპანია აწარმოებს ეზოს მოვლის უმაღლესი ხარისხის ხელისა და ელექტრო ინსტრუმენტებს. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რაც Total-ს კონკურენტებისაგან გამოარჩევს არის ხელმისაწვდომობა და კონკურენტული, განსაკუთრებულად დაბალი ფასი რაც გამოწვეულია კომპანიის ფილოსოფიით - მიაწოდონ მომხმარებელს ხარისხიანი, გამძლე პროდუქცია მაქსიმალურად დაბალ ფასად. 

Total-ის ბრენდის მიერ წარმოებული პროდუქციის სრული ასორტიმენტი ხელმისაწვდომია „თეგეტა მოტორსის“ სერვის ცენტრებში მთელი საქართველოს მასშტაბით, ამასთანავე ელექტრო ინსტრუმენტების სრულ ასორტიმენტზე ვრცელდება ბრენდის ოფიციალური გარანტია.

„თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე, ჰოლდინგი აერთიანებს 7 შვილობილ კომპანიას და 23 წელია მუდმივად ინარჩუნებს ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას. კომპანია ემსახურება 250 000 -მდე რეგისტრირებულ საცალო და 20 000 -მდე კორპორატიულ მომხმარებელს. „თეგეტას“ ფილიალებში შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა. სასურველი პროდუქცია შეგიძლიათ შეარჩიოთ “თეგეტას” ონლაინ კატალოგში: shop.tegetamotors.ge

 

(R)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტროტუარზე დგომის საბაბით ბუკა პეტრიაშვილს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
მადიარმა ორბანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics