|
2018-08-01 14:30:17, 1090 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში აივ ინფიცირებულთა 397 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში აივ ინფიცირებულთა 397 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. ცენტრის მონაცემით, პირველი აგვისტოს მდგომარეობით აივ ინფიცირების 397 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი აღნიშნავს, რომ 1989 წლიდან 2018 წლის 1 აგვისტოს მონაცემებით ცენტრში სულ 7159 აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებული. მათ შორის 5355 მამაკაცია და 1804 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი განუვითარდა 3782 პაციენტს. 1460 პაციენტი გარდაიცვალა. 30 ივნისის მონაცემებით აივ მკურნალობას იტარებს 4365 (3864+501 აფხაზეთი) პაციენტი, მათგან 49 (39+10 (აფხაზი ბავშვი))–ბავშვია. რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 40.8 % (2921)- ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 45.8 % (3278) - ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად დაინფიცირდა; 10.8 % (776) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან (მსმ); 1.4 % (100) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (36) - სისხლის რეციპიენტია და 0.7 % (48) - გადაცემის გზა დაუდგენელია. აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2608 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი), სამეგრელოში 909 (აქედან ზუგდიდი - 605), შემდეგ იმერეთში 894 (ქუთაისი 436), აჭარაში 809 (ბათუმი – 512), აფხაზეთში (452), კახეთში (345) ქვემო ქართლში (372), შიდა ქართლში (268), გურიაში (153), ფოთში (110), სამცხე-ჯავახეთში (99) და ა. შ. ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია: 2008 წელს - 351; 2009 წელს -385; 2010 წელს -455; 2011 წელს - 424; 2012 წელს – 526; 2013 წელს 490 ახალი შემთხვევა; 2014 წელს - 564; 2015 წელს - 717; 2016 წელს -719. 2018 წელს გარდაიცვალა 80 აივ ინფიცირებული. ხოლო 2017 წელს გარდაიცვალა 127. 2016 წელს - 168, 2015 წელს - 94, 2014 წელს - 84 პირი, 2013 წელს - 96 პირი, 2012 წელს - 109, 2011 წელს – 116. 2018 წელს გარდაცვლილთაგან 62 მამაკაცია და18 ქალი. სულ საქართველოში გამოვლენილია 106 აივ ინფიცირებული ბავშვი, მათგან 66 - ვაჟი, 40-გოგონა. წლების განმავლობაში 27- გარდაიცვალა, 3 - გავიდა ქვეყნიდან", - ნათქვამია ცენტრის ინფორმაციაში.
ტროტუარზე დგომის საბაბით ბუკა პეტრიაშვილს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
მადიარმა ორბანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)