05:07 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-31 19:00:43, 1081 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე: ადამიანს არ უნდა ჰქონდეს უფლება მარიხუანა თვითონ გაზარდოს და მოიხმაროს

„როცა ქვეყანაში რაღაც მცენარის მოხმარება არის ლეგალური და ადამიანი ამის გამო არ ისჯება, ეს ნიშნავს, რომ ამ მცენარის ლეგალური მოპოვების გზები უნდა არსებობდეს“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ, მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ჯაფრიძის შეფასებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, სახელმწიფოს მოუწევს საერთაშორისო პრაქტიკის შემუშავება, ამასთანავე, შესაძლია დაწესდეს ასაკობრივი ზღვარი და მოხდეს ფასის კონტროლი.

„იმის გამო, რომ ქვეყანაში რაღაც მცენარის მოხმარება არის ლეგალური და ადამიანი ამის გამო არ ისჯება, ეს ნიშნავს, რომ ამ მცენარის ლეგალური მოპოვების გზები უნდა არსებობდეს. ანუ, ადამიანს არ უნდა ჰქონდეს უფლება, რომ თვითონ გაზარდოს და მოიხმაროს. მათ მოუწევთ რომელიმე საერთაშორისო პრაქტიკის აღება და წასვლა გარკვეული რეგულაციის გზით, ოღონდ ეს რეგულაციები იქნება საბოლოოდ მიმართული. ასაკობრივ ზღვარს დააწესებენ, ალბათ, რომ არ ჰქონდეს არასრულწლოვანს ყიდვის საშუალება, იქნება მარკირება, როგორც ეს არის თამბაქოსა და თუთუნზე, რომ ეს შეიძლება, საზიანო იყოს ჯანმრთელობისთვის და იქნება, ალბათ, ფასის კონტროლი, ანუ აქციზით ეცდებიან, რომ ფასი გაზარდონ, რომ არ იყოს ძალიან ხელმისაწვდომი, რაც მათ შორის, იქნება შემოსავლის წყარო ბიუჯეტისთვის, რომლითაც შეიძლება, მერე უამრავი კარგი რამ დააფინანსო“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ  საკონსტიტუციო სასამართლომ სწორედ გირჩის ლიდერების სარჩელი დააკმაყოფილა და მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სასჯელიც გააუქმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics