|
2015-06-03 15:54:11, 492 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში პირველად ტყეების აერო-ფოტო გადაღება აჭარაში მოხდება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სპეც-თვითმფრინავი მოინახულა, რომელშიც LEIKA- ს სისტემის DSM-2 ტიპის ციფრული აპარატურაა დამონტაჟებული. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, BESH-CRAFT 200 ტიპის საფრენი აპარატის მეშვეობით აჭარის ტყეების აერო-ფოტო გადაღება განხორციელდება და რეგიონში ტყის ფონდის ინვენტარიზაცია მოხდება. ეს კი ხელს შეუწყობს ტყეების მდგრად მართვას, რაც ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობის ტყით სარგებლობის ხელშეწყობას, ტყის ხარისხობრივი და რაოდენობრივი თვისებების გაუმჯობესებას. აჭარის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამმართველოს სატყეო სააგენტოს ექნება ტყის მართვის სახელმძღვანელო გეგმა, რომლის საფუძველზეც მოსახლეობის სოციალური ჭრების განსახორციელებლად და ტყის მოვლა-აღდგენის დასაგეგმად ყოვეწლიური სამოქმედო გეგმა შედგება. მონაცემებზე დაყრდნობით მომდევნო 10 წლის განმავლობაში ტყეების მდგრადი მართვისათვის გატარდება ღონისძიებები. ტყის ინვენტარიზაციის სრულფასოვნად და კვალიფიციურად განხორციელებისთვის გამოყენებული იქნება 2015 წლის სტერეო აერო/კოსმოსური სურათები. ტყეთმოწყობის სამუშაოები სრულყოფილად უნდა დასრულდეს 2016 წლის 20 დეკემბრისთვის, რომელიც რამდენიმე ეტაპად არის დაყოფილი. პარალელურად დაიწყო უშუალოდ ტყეების ინვენტარიზაციის საველე სამუშაოები. სატყეო სააგენტოს მიმდინარე წლისათვის დაგეგმილი აქვს 25 კმ. სატყეო სამეურნეო გზების მშენებლობა, რომლის დანიშნულებაა მოსახლეობის მიერ სოციალური მოხმარებისათვის გამოყოფილი ტყეკაფების (სამასალე და საშეშე ხე-ტყის) შეუფერხებლად ათვისების ხელშეწყობა.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)