18:15 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-30 10:45:47, 718 ნახვა

საზოგადოება
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კონსულტაცია 120 ათასზე მეტ მოქალაქეს გაუწია

აღსრულების ეროვნული ბიურო 2018 წლის 6 თვის განმავლობაში მოქალაქეებისთვის გაწეული კონსულტაციის სტატისტიკას აქვეყნებს. 

2018 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებისა და ბრენდის განვითარების სამსახურის მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილებამ 121 670 სხვადასხვა სახის კონსულტაცია გაუწია მოქალაქეებს. მათ შორის:

შემოვიდა და კონსულტაცია გაეწია 95 779 მოქალაქის სატელეფონო ზარს, რაც რამდენიმე ათასი ერთეულით მეტია გასულ წელთან შედარებით;

პირდაპირი კონსულტაცია გაეწია 24 981 მოქალაქეს;

პასუხი გაეცა ელექტრონული ფოსტით მიღებულ მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან 910 შეკითხვას.

აღსრულების ეროვნული ბიურო მზად არის, სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიოს სააღსრულებო წარმოების ნებისმიერ მხარეს, დაიცვას მათი ინტერესები და უფლებები. დაინტერესებულ მოქალაქეს შეუძლია, მიმართოს ბიუროს ოფისს, ასევე დარეკოს ცხელ ხაზზე (032) 2 749 649, მოგვწეროს ელექტრონულ ფოსტაზე info@nbe.gov.ge ან მოგვწეროს ბიუროს ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე. აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიტიკა, დავების მორიგებით დასრულებაა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
მადიარმა ორბანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
ტრამპმა სი ძინფინი სექტემბერში თეთრ სახლში მიიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics