02:20 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-30 09:25:56, 774 ნახვა

სამართალი
შსს-მ ქვემო ქართლში დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და გარდაბნის პოლიციის სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული მ.ჩ. რუსთავში, ხოლო 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.ბ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ აღთაკლიაში დააკავეს.

"სამართალდამცველებმა, რუსთავში დაკავებული მ.ჩ.-ს პირადი ჩხრეკისას, 2 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გარდაბნის რაიონში დაკავებული მ.ბ.-ს პირადი ჩხრეკისას კი 3 შეკვრად დაფასოებული და საინექციოდ გამზადებული ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული ნივთიერებები ამოიღეს.

ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება მ.ჩ-ს მიმართ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, ხოლო მ.ბ.-ს მიმართ იგივე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics