|
2018-07-27 15:33:18, 488 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ქობულეთში ტურისტული სეზონის მიმდინარეობას გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ რეგიონის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტების გაცნობა ქობულეთიდან დაიწყო. ქობულეთში აქტიური ტურისტული სეზონია და მთავრობის თავმჯდომარემ სეზონის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ ქალაქის მერისაგან და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისაგან მოისმინა. თორნიკე რიჟვაძე ქობულეთის სანაპიროზე მყოფ დამსვენებლებსაც გაესაუბრა და მათი შეფასებები მოისმინა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო ასევე ნაპირსამაგრი სამუშაოების მდგომარეობას, რომლის 650 მეტრიანი მონაკვეთი უკვე დასრულებულია. „აღნიშნულ პროექტზე უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს მუშაობა. იყო საკითხები, რომლებიც საჭიროებდა მყისიერ გადაწყვეტას და სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის ჩართულობით მოესწრო თითქმის ნახევარზე მეტი სამუშაოს დასრულება. ტურისტების გამოკითხვის შედეგადაც უკვე ვლინდება, რომ სერიოზული პროგრესი გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს სამუშაოები გაგრძელდება და უახლოეს პერიოდში მთლიანად მოწესრიგდება ნაპირსამაგრი სამუშაოები და ინფრასტრუქტურა, რომელიც ქობულეთს და ქობულეთის ტურისტებს ესაჭიროება მომავალში. ჩვენ არ მოვადუნებთ ყურადღებას და ძალიან ხშირად გავაკეთებთ მონიტორინგს ადგილზე, რადგან გვქონდეს ნათელი წარმოდგენა, თუ როგორი გრაფიკით მიმდინარეობს სამუშაოები, რათა მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ როგორც ქობულეთის მაცხოვრებლებს, ისე ჩვენს სტუმრებს" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. ქობულეთში სანაპირო ზოლის კეთილმოწყობა მრავალწლიანი პროექტია. ნაპირდამცავი კედლის პროექტს ქობულეთში მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტის ფარგლებში ჯამში 2 კმ-მდე ახალი ჯებირის აშენება და სავალი ნაწილის კეთილმოწყობაა გათვალისწინებული. სამუშაოების განსახორციელებლად 8 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. ნაპირსამაგრი სამუშაოების ის ნაწილი, რომელიც ზაფხულამდე ვერ მოესწრო, ტურისტული სეზონის დასრულებისთანავე გაგრძელდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)