17:17 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-27 13:33:12, 796 ნახვა

საზოგადოება
საკრებულო დღეს თბილისის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებს

თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატები ერთ-ერთ საკითხად დედაქალაქის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

საკრებულოს დეპუტატებმა ბიუჯეტის 10 მილიონით გაზრდას უნდა უყარონ კენჭი. როგორც თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბექა დავითლიანმა განაცხადა, უმრავლესობა საბიუჯეტო ცვლილებას მხარს დაუჭერს.

„ტრადიციული შენიშვნები აქვთ, იმიტომ, რომ ოპოზიციაა და შენიშვნები უნდა ჰქონდეთ. ჩვენ გვაქვს მთავარი პოზიტივი ის, რომ თბილისის ბიუჯეტი პირველივე წელს 800 მილიონიდან 917 მილიონ ლარამდე გავზარდეთ უკვე და ამ გაზრდილი ბიუჯეტი ფარგლებში ვზრდით შესაბამისად, ხარჯებსაც“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

საბიუჯეტო ცვლილებებს საკრებულოს ოპოზიცია ეწინააღმდეგება. საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ხაბეიშვილის შეფასებით, აღნიშნული ცვლილებები ფულის უყაირათ ხარჯვას გამოიწვევს.

„ძალიან ლეგიტიმური შეკითხვები გვაქვს. მაშინ, როცა უამრავი პრობლემა არის დედაქალაქში, როგორ შეიძლება რეკლამას ნახევარი მილიონი დაუმატოთ, მერიის ადმინისტრაციას 1 მილიონი დავუმატოთ. ტაშ-ფანდურში ნახევარი მილიონი დავხარჯოთ და ამასობაში თანხა მოვაკლოთ ლიფტების, სახურავების, ჟოლაბების შეკეთებას, მართლა იმას, რაც თბილისელებს სჭირდება და არ დაგვავიწყდეს, ეს მიმართულება მცირდება 6 მილიონი ლარით“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გორში კაცი ცივი იარაღით დაჭრეს - პოლიციამ ერთი პირი დააკავა
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics