01:15 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-27 11:59:14, 842 ნახვა

სამართალი
შსს: დაცვის პოლიციის თანამშრომელი მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა - მიმდინარეობს გამოძიება

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაცვის პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომლის გენერალურ ინსპექციაში დაბარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დაცვის პოლიციის თანამშრომლის - ი.ჯ.-ს მიმართ, მისი მეუღლის განცხადების საფუძველზე, შსს-ში 2018 წლის 21 ივლისს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

"ი.ჯ.-მ 21 ივლისს სამსახურში მიაკითხა მეუღლეს და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. პოლიციამ გამოძიების დაწყების პარალელურად ი.ჯ.-ს მიმართ იმავე დღეს გამოსცა შემაკავებელი ორდერი.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დისციპლინური სამართალწარმოების ფარგლებში ი.ჯ. გამოკითხვის მიზნით დაბარებული იქნა გენერალურ ინსპექციაში, სადაც ის პროტესტის ნიშნად მოიქცა აგრესიულად, საკუთარი ხელით დაიხია სამხრეები და მოითხოვა შენობის დატოვება, რისი საშუალებაც მისცეს სამინისტროს თანამშრომლება.

გავრცელებული ინფორმაცია გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მხრიდან მისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს და ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირების მიმართ სამინისტროს მკაცრი პოლიტიკის გათვალისწინებით, ემსახურება დისციპლინური და სხვა სახის პასუხისმგებლობისგან თავიდან არიდების მიზანს.

სამინისტრო იმოქმედებს კანონის ფარგლებში როგორც მოქალაქეების, ისე პოლიციელების მხრიდან სამართალდარღვევის შემთხვევაში და მათ მიმართ გაატარებს შესაბამის ზომებს.

ამასთან, ი.ჯ.-ს ადვოკატის განცხადება მისთვის შესაძლო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შესახებ, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ სათანადო რეაგირებისთვის გაიგზავნა პროკურატურაში", - ნათქვამია განცხადებაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics