2018-07-27 10:29:51, 1090 ნახვა
კომენტარი
ალექსანდე ხოჯევანიშვილი: ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის გზაზე უსაფრთხოდ გადაადგილება შესაძლებელია
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სოფელ ხაიშში მოსახლეობის გარკვეული ნაწილის მიერ გადაკეტილი გზის მონაკვეთზე მოძრაობა სრულად აღდგენილია.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას. გზები გახსნილია. როგორც ტურისტებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის უსაფრთხოდ გადაადგილება შესაძლებელია“, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა ალექსანდე ხოჯევანიშვილმა.
შსს-ს ცნობით, უწყების სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები სოფელ ხაიშში მოსახლეობის უსაფრთხოებას მთელი დღის განმავლობაში უზრუნველყოფდნენ.
(NS)
ავტორი: ,