06:58 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-26 19:54:39, 869 ნახვა

კომენტარი
აბესაძე ხორავას ქუჩის საქმეზე: გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, რომელმაც გამოკვეთა ერთი კონკრეტული ვერსია

„ახლა უკვე გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, რომელმაც გამოკვეთა ერთი კონკრეტული ვერსია და შსს-სგან ველით უმოკლეს ვადებში რეაგირებას“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

იგი არ აკონკრეტებს, თუ ვინ ფიგურირებს ახალ ვერსიაში და რა მტკიცებულებებზეა საუბარი.

„მასალების შესწავლისას ნათლად დავინახეთ, რომ მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობა, მთელი რიგი მოწმეების დაუკითხაობა თავის დროზე, რომლებიც როგორც აღმოჩნდა ფლობდნენ მნიშვნელოვან ინფორმაციას, ეს ნიშნავდა, რომ გამოძიებას არ ჰქონდა გადამოწმებული ყველა ვერსია მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით. ახლა უკვე გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, რომელმაც გამოკვეთა ერთი კონკრეტული ვერსია, რაზეც შსს-სგან, რომელმაც თვეები დაკარგა იმისათვის, რომ ეს ვერსია დადასტურებული ან უარყოფილი ჰქონოდა, რაც შეიძლება სწრაფად გადაამოწმოს ეს ვერსია, გადაამოწმოს ეს ფაქტები და გარემოებები და საზოგადოებას აცნობოს შედეგების შესახებ. რაც შეეხება კონკრეტულ ფიგურანტებს, ვის მიმართ და რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ ახალ გარემოებებზე, ახალ ვერსიებზე, ამაზე საუბრისგან დღეს რა თქმა უნდა თავს შევიკავებთ. ჩვენ ვაძლევთ შსს-ს შესაძლებლობას, რომ უმოკლეს ვადაში დაასრულოს ამ ვერსიაზე მუშაობა და შედეგები საზოგადოებას აცნობოს“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics