06:58 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-26 14:20:21, 1179 ნახვა

კომენტარი
ფინანსთა მინისტრმა განმარტა, რა შემთხვევაში არ ხდება სავალუტო ფონდის კვლევების გამოქვეყნება

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საზოგადოებას საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევა დაუმალეს.

როგორც მაჭავარიანმა განმარტა, თუ მხარეები კვლევის შედეგებზე ვერ თანხმდებიან, მათ აქვთ უფლება, კვლევა არ გამოაქვეყნონ.

„არსებობს სავალუტო ფონდის 2016 წლის კვლევა, რომელიც არ გამოქვეყნებულა. ეს არის სავალუტო ფონდის და მთავრობის ერთობლივი ნამუშევარი. როდესაც მიდის დისკუსიები, შეიძლება მთავრობა ან სავალუტო ფონდი ამ დასკვნას არ ეთანხმებოდეს, ასეთ შემთხვევაში კვლევა არ გამოქვეყნდება. მაგ კვლევაში ასახული ბევრი ნეგატიური მომენტები სრულად არის გათვალისწინებული დღევანდელი ხელისუფლების მიერ და ჩვენ ვმუშაობთ მის აღმოფხვრაზე. სამაგიეროდ, შემიძლია ვთქვა, რომ 2018 წლის 27 ივნისის კვლევა არის ბოლო წლებში საქართველოში გაკეთებული ყველაზე კარგი დასკვნა და მოგიწოდებთ წაიკითხოთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ვერ მოხდა შეთანხმება მხარეებს შორის და ამიტომ არ გამოქვეყნდა ეს კვლევა. მთავარია ამ საკითხების დღევანდელი მთავრობის მიერ გათვალისწინება“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics