2018-07-26 13:42:21, 559 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერმა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან სამუშაო თათბირი გამართა.
თათბირის მუშაობაში მერის მოადგილეები ომარ ტაკიძე და რუსუდან შავაძე მონაწილეობდნენ.
ხელმძღვანელმა პირებმა თათბირზე მერის წარმომადგენლებისგან მოისმინეს ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული მდგომარეობის შესახებ და იმსჯელეს სოფლებში განხორციელებულ და განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

ფრიდონ ფუტკარაძემ რწმუნებულებს მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციისკენ და მუნიციპალიტეტში მიმდინარე სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით მეტი ინფორმირებულობისკენ მოუწოდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სხვადასხვა აქტუალურ საკითხებს, მათ შორის მოახლოებულ ,,შუამთობის“ დღესასწაულს, რაზეც რწმუნებულება მიიღეს შესაბამისი დავალებები.
(NS)
ავტორი: ,