17:15 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-26 12:36:39, 867 ნახვა

საზოგადოება
რეგიონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის წევრების ხელფასი იზრდება

რეგიონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის წევრების ხელფასი იზრდება.

30%-იანი შრომითი ანაზღაურების მატების შესახებ დღეს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ცვლილების მიხედვით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის ექიმი, ექთანი და მძღოლი 30%-ით მაღალ ხელფასს მიიღებს.

მამუკა ბახტაძემ მოსახლეობისთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიწოდების მნიშვნელობაზე და ამაში სასწრაფოს პერსონალის როლზე გაამახვილა ყურადღება. 

„ამ ადამიანებს აქვთ უზარმაზარი პასუხისმგებლობა, მართლაც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ და ვფიქრობთ, რომ ეს ნაბიჯი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ზოგადად სერვისი და ჯანდაცვის სერვისი ჩვენს რაიონებში, ჩვენს მოსახელობას მივაწოდოთ მაღალი ხარისხით და ოპერატიულად“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერტიფიცირებული ექიმის ანაზღაურება ერთ მორიგეობაზე 100 ლარს, ექთნის - 66 ლარს, ხოლო მძღოლის 58 ლარს შეადგენს. ახალი სახელფასო განაკვეთის მიხედვით კი, ეს მონაცემები საშუალოდ 30%-ით გაიზრდება. 

2014 წლიდან დღემდე  რეგიონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის ანაზღაურება ჯამურად 127%-ით არის მომატებული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გორში კაცი ცივი იარაღით დაჭრეს - პოლიციამ ერთი პირი დააკავა
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics