17:15 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-26 12:05:12, 776 ნახვა

საზოგადოება
ხე-ტყის იმპორტი დღგ-სგან გათავისუფლდება

საქართველოში ხე-ტყის იმპორტი დღგ-სგან გათავისუფლდება, ხოლო ე.წ. მორისა და ფიცრის ექსპორტზე მნიშვნელოვანი შეზღუდვები დაწესდება.

შესაბამისი განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გააკეთა.

იგი დარწმუნებულია, რომ ხსენებული რეგულაციები ტყის აღდგენის პროცესის დაჩქარებას შეუწყობს ხელს.

„ხე-ტყის უკანონო ჭრის პრობლემის გადასაჭრელად ჩვენ უკვე ვდგავთ ქმედით ნაბიჯებს. დღეს ფინანსთა სამინისტროს მთავრობის სხდომაზე გამოაქვს ამ პრობლემის გადაჭრის ძალიან მნიშნელოვანი და შინაარსობრივი ინიციატივა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხე-ტყის იმპორტი გათავისუფლდება დღგ-სგან, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში ხე-ტყის მოჭრას ექნება ნაკლები მოტივაცია. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანი შეზღუდვები დაწესდება საქართველოდან ე.წ. მორისა და ფიცრის ექსპორტზე.

რეგულაციები არის ძალიან ჯანსაღი და მნიშვნელოვანი იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც დღეს გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს რეგულაცია მომავალ წლებში საშუალებას მოგვცემს აღვადგინოთ მწვანე საფარი და დავაჩქაროთ ე.წ. რეფორესტიზაციის პროცესი, ანუ ტყის აღდგენის პროცესი. ამასთან ერთად, ჩვენ მივესალმებით ისეთ საწარმოებს, რომლებიც ქმნიან დამატებით ღირებულებას საქართველოში, მაგრამ რა თქმა უნდა, ვინმეს უნდა ხე-ტყის ჭრა და შემდეგ მორად ან ფიცრად გაყიდვა, ასეთი ამბავი ვეღარ მოხდება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გორში კაცი ცივი იარაღით დაჭრეს - პოლიციამ ერთი პირი დააკავა
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics