05:35 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-26 11:58:54, 770 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე: შეურიგებელი ვიქნებით ყველას მიმართ, ვინც ხე-ტყის უკანონო ჭრაშია ჩართული

„ჩვენ შეურიგებელი ვიქნებით ყველას მიმართ, ვინც ჩართულია ხე-ტყის უკანონო ჭრაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, იჩეხება ტყეები, რომლის აღდგენსაცა ათასწლეულები სჭირდება და ამით ქვეყანას გამოუსწორებელი ზიანი ადგება.

„მინდა შევეხო საკითხს, რომელიც ეხება ხე-ტყის უკანონო ჭრას. თქვენ იცით ჩემი პრინციპული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბოლო პერიოდის განმავლობაში გატარებული ღონისძიებების შედეგად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით, ხის მასალის უკანონო რეალიზაციის ფაქტზე 15 პირი დააკავა. მინდა, ხაზგასმით განვაცხადო, რომ ჩვენ შეურიგებელი ვიქნებით ყველას მიმართ, ვინც ჩართულია ხე-ტყის უკანონო ჭრაში. იჩეხება ტყეები, რომლის აღდგენასაც ათასწლეულები სჭირდება და გამოუსწორებელი ზიანი ადგება ქვეყანას. აქედან გამომდინარე, მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები ამ უკანონობასთან ბრძოლაში. ასევე, მინდა მოვუწოდო ყველას, რა თანამდებობაზეც არ უნდა იყოს ის პირი, რომ თუ იქნება შემთხვევები, რომ ვინმე ხელს აფარებს ამ უმსგავსო საქციელს, ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით. ამასთან დაკავშირებით უფრო დაწვრილებით განცხადებას გააკეთებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics