|
2018-07-26 11:47:06, 868 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე - მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი მთავრობისადმი კრიტიკული იყო, ხელმოცარული ოპოზიციის მხრიდან მასზე იერიშები გრძელდება
„მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო ძალზე კრიტიკული მთავრობის საქმიანობისადმი, კვლავაც გრძელდება ხელმოცარული და უპერსპექტივო ოპოზიციის მხრიდან, პერსონალურად მის მიმართ იერიშების მიტანა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მსგავსი თავდასხმები არაკონსტრუქციული ოპოზიციის ხელწერაა. „ზოგადად, ასეთი თავდასხმები და შეურაცხყოფები, სამწუხაროდ, არის არაკონსტრუქციული ოპოზიციის ძირითადი ხელწერა. ჩვენ ვერ მოვისმინეთ შინაარსობრივი არგუმენტაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, თუ რაში არ შეიძლება ადამიანი დაეთანხმო იმ მნიშვნელოვან აქცენტებს, რაც გააკეთა პარტიის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში. ოპოზიციის მხრიდან ძირითადი ამოცანაა, მოხდეს ბიძინა ივანიშვილის პიროვნული დისკრედიტაცია, საზოგადოების თვალში“, - განაცხადა პრემიერმა. მან ასევე ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჭარბვალიანობა მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. „მინდა ყურადღება გავამახვილო იმ ძალიან მნიშვნელოვან პროგრესზე, რომელსაც მიაღწია საქართველომ „ქართული ოცნების“ მმართველ პარტიად ყოფნის პერიოდში. გამოწვევებზე, მე კიდევ ერთხელ მსურს თქვენი ყურადღება გავამახვილო, დიახ ჭარბვალიანობა რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად. იცით, რომ ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით და იცით, რომ პირველი ნაბიჯები გადავდგით, თუმცა ეს არ არის საკმარისი და უახლოეს პერიოდში ჩვენ საზოგადოებას ახალ ინიციატივებს შევთავაზებთ. ამასთან ერთად ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები დავიწყეთ ეროვნულ ბანკთან ერთად, იმისთვის რომ ფინანსურ სექტორში დამკვიდრდეს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, სამართლიანი წესები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ჩვენ გამოვრიცხოთ ისეთი ფაქტების მიღება, რომელიც სამწუხაროდ, წარსულში ფიქსირდებოდა“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)