2018-07-25 17:00:54, 1129 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან გაუფასურებას განაგრძობს
ლარი დოლართან გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.4492 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.4476 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0016 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. 1 ევრო ხვალ, 2.8641 ლარი ეღირება, ხოლო დღეს, მისი ფასი 2.8642 ლარია. კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა.
ავტორი: ,