05:24 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-25 16:57:44, 792 ნახვა

კომენტარი
მალხაზ კაპანაძე: ნებისმიერი პირის მიმართ, თუ შეგროვდება მტკიცებულებათა სტანდარტი, დაიწყება დევნა

ქალაქ თბილისის პროკურორმა, მალხაზ კაპანაძემ ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, დეპუტატ ეკა ბესელიას შეკითხვებს უპასუხა.

კაპანაძემ ექსპერტიზის დანიშვნისა და პასუხების ურთიერთკავშირი განმარტა და განაცხადა, რომ დღევანდლეი გადმოსახედიდან გამოძიების შეფასება რელევანტური არ არის:

„ექსპერტიზა როდესაც დაინიშნა მოგვცა მან კითხვებზე პასუხი და ამით განისაზღვრა ჭრილობის ხანდაზმულობა და ხარისხი, ხოლო ტანსაცმელზე ჩატარებულმა კვლევამ გვითხრა, რომ ეს ჭრილობები იყო განვითარებული ბასრი საგნით. ის გარემოება, რომ ექსპერტიზა დაინიშნა 12 დეკემბერს, ამით არაფერი შეცვლილა. რა კითხვებზეც გვჭირდებოდა პასუხი, პასუხები მივიღეთ. გამოძიება ყოველთვის მზად არის ჩატარდეს ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედება და ჩვენ მზად ვართ ყოველდღიურ რეჟიმში მოვიპოვოთ ახალი მტკიცებულებები. როდესაც ეცნობი უკვე გამოძიებულ საქმეს, ამ  გადმოსახედიდან შეილება ითქვას, რომ სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარება შეიძლებოდა, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ აქ გვქონდა მხოლოდ 30 დღიანი შემჭიდროებული ვადა. ამ ვადაში ჩატარდა 600-700 საგამოძიებო მოქმედება. შესაძლოა ამ ვადებმა გარკვეულწილად გამოძიების ხარისხზე იმოქმედა, თუმცა მაქსიმალურად ყველაფერი გაკეთდა, რომ დადგენილიყო ჭეშმარიტება. ამჟამად მიმდნარეობს გამოყოფილი საქმის გამოძიება და ნებისმიერი პირი, ვის მიმართაც შეგროვდება მტკიცებულებითი სტანდარტი, იმ პირის მიმართ დაიწყება დევნა“, - განაცხადა კაპანაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics