17:17 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-25 10:44:40, 611 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქის მერიამ რამიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დაასრულა

თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად რამიშვილის ქუჩაზე ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნო.

მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში დაიგო ასფალტის ახალი საფარი (5000 კვ.მ.), მოეწყო ახალი ბორდიურები და ტროტუარი, კომპანია „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ მონაწილეობით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემას: როგორც სასმელი წყლის, ასევე წყალარინების (კანალიზაციის) ქსელს, გამოიცვალა ჭები, ხოლო საკომუნიკაციო საჰაერო სადენები მიწის ქვეშ განთავსდა.

 თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ რამიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა . მისივე თქმით, ასევე, გაიმართა გარე განათების ახალი ქსელი: 17 საყრდენი ბოძი და 17 ლედ დიოდური სანათი.

 „3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა, განხორციელდა მიწისქვეშა კომუნიკაციების სრული რეაბილიტაცია . ეს არის კანალიზაცია, სანიაღვრეები, ასევე ყველა ქსელი, რაც კი გადიოდა, მათ შორის ინტერნეტი. თქვენ ხედავთ, რომ გარეგანათების ელექტროგადამცემი ხაზებიც კი მიწის ქვეშ არის განთავსებული. ძალიან ლამაზი ქუჩა გამოვიდა. სამუშაოების ფარგლებში მოეწყო საფეხმავლო ტროტუარები, აქ შეუძლებელი იყო ფეხით გადაადგილება და შესაბამისად მოხდა გზის სავალი ნაწილის ოდნავ შემცირება, რათა ფეხით მოსიარულეებს ჰქონოდათ ტროტუარი. ასევე მთლიანად შეიცვალა გარეგანათება. ჩვენი მიდგომაა, რომ ყველა პროექტი, რომელსაც განვახორციელებთ იყოს სრულყოფილი, რათა შემდგომი წლების განმავლობაში არ იჩინოს თავი კანალიზაციის, წყლის, სანიაღვრეების ან ბორდიურების პრობლემამ“,- განაცხადა კახა კალაძემ.

 სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ენ სი“ აწარმოებდა. დედაქალაქის ბიუჯეტიდან აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაციაზე 300 000 ლარამდე დაიხარჯა.

რამიშვილის ქუჩაზე ჩატარებულ სამუშაოებს თბილისის მერთან ერთად, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე და ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გორში კაცი ცივი იარაღით დაჭრეს - პოლიციამ ერთი პირი დააკავა
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics