04:39 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-25 01:27:02, 1171 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი: ოპოზიცია ცოტა მეტად მაფასებს, ვიდრე საკუთარი გუნდი

ოპოზიცია ცოტა მეტად მაფასებს, ვიდრე საკუთარი გუნდი, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„საზოგადოებაზე იმავეს ვერ გადავიტან, მაგრამ ოპოზიცია ნამდვილად ობიექტურად მაფასებს, აფასებს ჩემს როლს. ისინი დაჟინებით მაკრიტიკებენ, რამეთუ, იციან, რომ მე მაქვს რესურსი, საზოგადოება მენდობა და თუ ჩემი პერსონის დაკნინებით შედეგს მიიღებენ, შეუძლიათ, სიტუაცია ამოაყირავონ, რაზეც ხელი ექავებათ. მათ დემოკრატიული მართვა ვერ შეძლეს და დღესაც იგივე ძალები ბობოქრობენ, ან ერთკაციანი პარტიები. მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, ელემენტარული ეკონომიკური ანალიზი მაინც გააკეთონ. ამიტომ, ეს ერთკაციანი პარტიები გამოდიან და პირდაპირ მლანძღავენ. შეურაცხყოფას მაყენებენ არა მხოლოდ მე, არამედ ჩემი ოჯახის წევრებს და ძირითადად, ამით არიან დაკავებული“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციიდან, პირდაპირი მნიშვნელობით, ბრალდებების ნიაღვარი მოდის, მაგრამ ისინი ვერც ერთ ლეგიტიმურ ბრალდებას ვერ დაასახელებენ, რადგან ყველა მოგონილი და გადაბრუნებულია, როცა კარგი გაუკეთებია და ცუდად აფორმებენ, ან საერთოდ, ყურით მოთრეულია, რასთანაც კავშირი საერთოდ არ ჰქონია.

ამ განცხადებით ბიძინა ივანიშვილმა გადაცემის შეკითხვას უპასუხა, რატომ ხედავს ოპოზიცია ნებისმიერ მოვლენაში მის ბრალეულობას.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რატომ რჩება ოპოზიციის ბრალდებების აბსოლუტური უმრავლესობა მმართველი გუნდისგან პასუხგაუცემელი და რა არის მათი დუმილის მიზეზი, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ გუნდის წევრების ნაწილს ალბათ, სურვილიც არ ჰქონდა, ოპოზიციის ბრალდებებზე ეპასუხა, მაგრამ ობიექტურად, მათ რესურსიც ცოტა აქვთ.

„თუმცა, იმის შემდეგ, რაც პარტიის თავმჯდომარედ დავბრუნდი, შესაძლოა, ეს რესურსიც გაჩნდა და შეიძლება, უფრო მეტად უნდა უპასუხონ, თუ გუნდშიც აქვთ განცდა, რომ უპასუხისმგებლო ოპოზიციის ლანძღვიდან, ან შეკითხვებიდან რომელიმე ლეგიტიმურია. თუ რამე კითხვა რჩება, რომ შესაძლოა, რომელიმე კითხვას საფუძველი ჰქონდეს, მე დიდი სიამოვნებით შევხვდებოდი გუნდის ნებისმიერ წევრს ერთად, თუ ცალ-ცალკე“, – განაცხადა ივანიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics