|
2018-07-24 16:46:04, 717 ნახვა
საზოგადოება
გოჩა ლორთქიფანიძე მიუსაფარი ბავშვების შესახებ კვლევის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა
იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების შესახებ მომზადებული კვლევის პრეზენტაციას დაესწრო. დოკუმენტში დადებითადაა შეფასებული იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით გატარებული ის რეფორმები, რომლებიც ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის განხორციელდა. მათ შორის, აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ 2016 წელს მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების უფასოდ გაცემას ითვალისწინებს. ასევე, კვლევაში დადებითადაა შეფასებული დანაშაულის პრევენციის ცენტრის პროგრამები ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის. როგორც გოჩა ლორთქიფანიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, იუსტიციის სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა მიუსაფარი ბავშვების სამართლებრივი მდგომარეობის კანონმდებლობის დონეზე მოწესრიგების მიზნით. „არ იყო განსაზღვრული, თუ ვინ წარმოადგენდა ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვს. მათ არ გააჩნდათ საიდენტიფიკაციო დოკუმენტაცია, ბავშვები ვერ იღებდნენ განათლებას და ვერ ხერხდებოდა მათი ჩართვა სხვადასხვა სოციალურ თუ სამედიცინო სახელმწიფო პროგრამაში. სწორედ ამიტომ შემუშავდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები და დღეს იუსტიციის სამინისტრო უკვე უსასყიდლოდ გასცემს საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს მიუსაფარი ბავშვებისთვის. გარდა ამისა, საკანონმდებლო ცვლილებებით გაიზარდა სოციალური მუშაკის როლი, რომელსაც უფლება მიეცა, უკიდურეს შემთხვევაში, ძალადობის მსხვერპლი ბავშვი განაცალკევოს ძალადობრივი გარემოდან“, − აღნიშნა გოჩა ლორთქიფანიძემ. როგორც ცნობილია, გარდა საკანონმდებლო ცვლილებებისა, იუსტიციის სამინისტრომ 2016-2017 წლებში საგრანტო კონკურსების ფარგლებში, ჯამში, 79000 ლარის ოდენობის გრანტი გასცა არასამთავრობო ორგანიზაციებზე მიუსაფარი ბავშვების საკითხთან დაკავშირებით. „ამ კონტექსტში უნდა აღინიშნოს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიში, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების იდენტიფიცირებისა და მათი დახმარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ საგრანტო პროექტებს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით მაღალ შეფასებას აძლევს. ანგარიშში იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტები ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის წარმატებულ მაგალითებს შორისაა დასახელებული“, − განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამუშაო ჯგუფის ფორმატში უკვე დაწყებულია აქტივობა მიუსაფარი ბავშვების საკითხების თაობაზე სტრატეგიული დოკუმენტის შესამუშავებლად. ასევე, შეხვედრაზე აღინიშნა დანაშაულის პრევენციის ცენტრის მნიშვნელოვანი როლი, რომლის ბაზაზე არსებულ მედიაციის სახლში მუდმივად იმართება მოზარდების საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები და სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიება. კვლევის ფარგლებში წარმოდგენილია, ასევე, რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა აღმოიფხვრას მიუსაფარ ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემა როგორც ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებით, ისე შესაბამისი სოციალურ-საგანმანათლებლო აქტივობებითა და სერვისებით. კვლევა „UNICEF“-მა ნორვეგიული კვლევითი ორგანიზაციის მეშვეობით ჩაატარა.
(NS)
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)