00:52 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-24 16:18:09, 765 ნახვა

სამართალი
მირზა სუბელიანი და მერაბ მორჩაძე პატიმრობაში რჩებიან

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკველელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული მირზა სუბელიანი და ერთ-ერთ მოწმე არასრულწლოვანზე ზემოქმედების ფაქტზე დაკავებული, მერაბ მორჩაძე პატიმრობაში რჩებიან.

საქალაქო სასამართლომ ბრალდებულების ადვოკატების მოთხოვნა, მათ მიმართ არსებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე, არ დააკმაყოფილა.

დღევანდელ პროცესზე მირზა სუბელიანი არ გამოცხადებულა, ხოლო მერაბ მორჩაძე სხდომას ესწრებოდა.
პროკურორის განმარტებით, მორჩაძეს კონკერტული ქმედება აქვს განხორციელებული.

„კონკრეტული ფაქტობრივი გარემოება, რომ მერაბ მორჩაძე იმყოფებოდა მის ახლო ნათესავებთან სახლში, მაქსიმალურად ეცადა და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ კონკრეტულ პირებს სასამართლო პროცესზე შეეცვალა ჩვენება, ეს ბუნებრივია ფაქტობრივ საფუძველს იძლევა იმისა, რომ კონკრეტული ქმედება არის განხორციელებული, რასაც სასამართლოში შემდგომ, ბუნებრივია ეცდება ბრალდების მხარე, რომ არსებითი განხილვების პროცესში დაადასტუროს“, - აღნიშნა პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ.

მერაბ მორჩაძის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა, ქმედებები განმარტა. მისი თქმით, მორჩაძე მოწმის ოჯახს ფინანსურად ეხმარებოდა.

„კონკრეტულ შემთხვევაში, სიდუხჭირეში მყოფ ოჯახს, ეხმარებოდა და ეხმარება ბატონი მერაბ მორჩაძე და მისი ოჯახი. ვინაიდან უდაოდ დადასტურებული ფაქტია, რომ გარკვეული სახის ნათესაური კავშირი წლების განმავლობაში არსებობს ამ ადამიანებს შორის და უდაოდ დადასტურებული ფაქტია, მოწმეთა გამოკითხვებით, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა და ძალიან ბევრი შემთხვევა არსებობს იმის, რომ ბატონ მერაბ მორჩაძეს, მის ოჯახს დახმარება გაუწევია თუნდაც ფინანსური სახის“, - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics