|
2018-07-24 15:31:48, 1374 ნახვა
საზოგადოება
გზა აზარტული თამაშებისკენ - რატომ არღვევს ლუდის მწარმოებელი „არგო“ კანონს
სს "არგო"-მ დაიწყო ტოტალიზატორის ფრიბეთებს გათამაშება, რომელიც კანონთან შეუსაბამობაში მოდის და არასრულწლოვნებს აზარტული თამაშებისკენ უბიძგებს. სს "არგომ" მის მიერ წარმოებულ ლუდ "ჰერცოგის" თავსახურებში ჩადო ფრიბეთები. მომგებიანი კოდის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია კოდის რეგისტრაცია "აჭარაბეთის" ვებსაიტზე თამაშობისთვის სპეციალურად გამოყოფილ ფანჯარაში. რაოდენობა: ფრიბეთი 1 - 49 000 ცალი, ფრიბეთი 5 - 10 000 ცალი, ფრიბეთი 10 - 1 000 ცალი. ქულა 10 (10 თეთრი ფრიბეთის ექვივალენტი) 280 000 ცალი, ქულა 20 (20 თეთრი ფრიბეთის ექვივალენტი) 300 000 ცალი, ქულა 30 (30 თეთრი ფრიბეთის ექვივალენტი) 160 000 ცალი, ქულა 50 (50 თეთრი ფრიბეთის ექვივალენტი) 200 000 ცალი. კომპანიის განმარტებით, ყველა ბოთლის თავსახურში არის 10-ნიშნა უნიკალური კოდი, რომელსაც წინასწარ აქვს განსაზღვრული შესაბამისი პრიზი. "მომგებიანი კოდის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია კოდის რეგისტრაცია "აჭარაბეთის" ვებსაიტზე თამაშობისთვის სპეციალურად გამოყოფილ ფანჯარაში. მომხმარებელი კოდის დარეგისტრირების შემდგომ იგებს ფრიბეთებსა და ქულებს. მომხმარებელს შეუძლია დააგროვოს ქულები და გადაცვალოს ფრიბეთში მისთვის სასურველ ნებისმიერ დროს". - ნათქვამია კომპანიის სარეკლამო განცხადებაში. სს "არგოს" მიერ დაწყებული გათამაშება წინააღმდეგობაში მოდის "კანონში აზარტული თამაშების შესახებ". კანონის მე-3 მუხლში ნათქვამია, რომ აზარტული თამაშობები, რომელთა შედეგი მთლიანად ან ნაწილობრივ დამოკიდებულია შემთხვევითობაზე, ტარდება ბანქოს, კამათლის (გარდა ნარდისა), სათამაშო ბორბლის (რულეტის), სათამაშო აპარატის, სამორინეს მაგიდის, კლუბის მაგიდის ან/და სხვა სათამაშო ინვენტარის მეშვეობით და მათში მონაწილეობა ფულადი მოგების შესაძლებლობას იძლევა (გარდა აზარტული ტურნირისა). ორგანიზება დასაშვებია მხოლოდ სამორინეში, სათამაშო აპარატების სალონში ან/და აზარტულ კლუბში". მრავალი მცდელობის მიუხედავად "ექსპრესნიუსის" კითხვებს არ უპასუხა, სს "არგოს" მარკეტინგის დირექტორმა შორენა ჩაჩუამ. "ექსპრესნიუსი" სს. "არგოს" დირექტორის მოადგილეს კახა პაიჭაძეს დაუკავშირდა. "მე არ ვარ კვალიფიცირებული და არც უფლებამოსილი რაიმე კომენტარი გავაკეთო ამ გათამაშებაზე. გათამაშება არ არის ჩემი პროექტი, გათამაშება დაიგეგმა ჩემამდე. ამ პროექტზე მე არ ვარ ინფორმირებული მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის დირექტორის მოადგილე ვარ, თქვენ რა გნებავთ, როგორც მოქალაქემ ისე გაგცეთ პასუხი? - მე არ ვარ არც კომპეტენტური და არც უფლებამოსილი ამაზე რამე გითხრათ", - განაცხადა კახა პაიჭაძემ. გათამაშება დაიწყო 2018 წლის 12 ივნისს და გრძელდება 30 სექტემბრამდე. სს "არგოს" ხელმძღვანელობამ ფინანსთა სამინისტროში აიღო ლიცენზია და ლუდ "ჰერცოგის" თავსახურებში, , ჩადო "აჭარაბეთის" ფრიბეთები. რატომ გასცა კანონთან შეუსაბამო ლიცენზია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ამ კითხვით "ექსპრესნიუსმა" უწყებას მიმართა, სადაც განმარტეს, რომ შეკითხვა წერილობითი სახით უნდა მიიღონ და პასუხს კანონის შესაბამისად ასევე წერილობითი სახით აცნობებენ სააგენტოს. არასამთავრობო ორგანიზაცია “დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ” ხელმძღვანელი თამარ ჯაფარიძე ამბობს, რომ არასრულწლოვნების ჩართულობა აზარტულ ონლაინ თამაშებში შემაშფოთებელია. “ერთ-ერთი პრესტიჟული, 51-ე სკოლის წინ მთელი დღე და ღამე კაზინოს რეკლამა ციმციმებს, ბავშვებს თვალში ხვდებათ ეს მოციმციმე აბრა, იღებენ ტელეფონებს, შედიან ონლაინ-კაზინოს გვერდზე და პირდაპირ გაკვეთილების დროს დებენ ფსონებს. განათლების სამინისტროს მოვუწოდებთ, ამ პრობლემის გადასაჭრელად სკოლებში ჩატარდეს ტრენინგები და ბავშვებს აზარტული თამაშების სავალალო შედეგებზე გასაგები ენით და პოპულარული ფორმით ესაუბრონ”, - აცხადებს ჯაფარიძე. სს "არგოს" ტოტალიზატორის ფრიბეთებს გათამაშება პირველი შემთხვევაა, როცა ლუდის მწარმოებელმა კომპანიამ, აზარტული თამაშების პოპულარიზაცია დაიწყო.
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)